„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებას და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ დღეს თანაგუნდელებს და პარტიის თავმჯდომარეს იდეის სისწორეში დაარწმუნებენ.

როგორც ცნობილია, მაჟორიტარი დეპუტატების წინადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მაჟორიტარები 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ.

უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად