A1 ბანერი

“ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე იქნება

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში და ოზურგეთში ჩატარდება. ასევე, რიგგარეშე მერის არჩევნები ტარდება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. ხოლო, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის რაიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...