„ქართული ოცნების შტაბი“, „ნუ გვართმევთ მომავალს“, „ბნელა“- ოპოზიცია ზუგდიდის საარჩევნო ოლქთან აქციას მართავს

“ქართული ოცნების შტაბი”, “ნუ გვართმევთ მომავალს”, “ბნელა”- აღნიშნული ტრანსფარანტებით ხელში
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის, ევროპული საქართველოს და “ლელოს” წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საოლქო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე. ამ სხდომას ყველგან დატოვებს მათი წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად, რადგან აზრს ვერ ხედავენ “გამყალბებელი კომისიის” სხდომაზე დასწრების.
მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართეს ზუგდიდის მასშტაბით გაბათილებული 4 ათასამდე ბიულეტენის საკითხზე, რადგან მიიჩნიეს, რომ უმრავლესი მათგანი უსაფუძვლოდ გააბათილეს. თუმცა, სასამართლომ არც კი განიხილა მათი სარჩელი და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
შეკრებილების თქმით, ბრძოლა გრძელდება და უკან დახევას არ აპირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს. ამბობენ, რომ არ შეეგუებიან დაშინებას, უსამართლობას და ხმების უკანონო გაყალბებას. ამიტომაც, უერთდებიან თბილისში შაბათს, 15 ნოემბერს დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებას.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.
ზუგდიდის საოლქოსთან იგივე მოთხოვნით აქცია 7 ნოემბერსაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად