“ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის სოლიდარობის ინიციატივას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი უერთდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, სამი თვის განმავლობაში, ხელფასის ერთ მესამედს, StopCov-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

სოლიდარობის აქციის ფარგლებში, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ასევე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ხელფასის ნაწილს კონონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

შეუფერხებლად გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 300-მდე ბენეფიციარს – მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, დედ-მამით ობლებს და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს, სასურსათო პაკეტები დაურიგდათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 300-მდე ბენეფიციარისთვის, 11 334 ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან.

მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ყველა კატეგორია, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები თანმიმდევრულად გაგრძელდება.
ამ სოციალური პროექტების გარდა, აუცილებელია, სოლიდარობის უფრო მეტად გამოხატვა. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ამ ფორმით დახმარება გავუწიოთ ადამიანებს, ვინც არსებულმა პროცესმა დააზარალა“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად