„ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ საკანდელიძის ხსოვნას პატივი მიაგო

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, ასევე ოლიპიადის მრავალგზის გამარჯვებული კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის ხსოვნას პატივი მიაგო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ.

მან ქუთაისის ორგანიზაციის წევრებთან ერთად ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი გვირგვინით შეამკო. ზურაბ საკანდელიძეს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ვეტერანი კალათბურთელები.

ზურაბ საკანდელიძე ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა პრესტიჟული შეჯიბრება – ოლიმპიადა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად