“ქართული ოცნების” ოფისთან სიტუაცია დაიძაბა – აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

“ქართული ოცნების” ოფისთან სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას აპროტესტებენ, პოლიციელებს მოუწოდებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან მიახლოების საშუალება მისცენ.

“მივმართავ პოლიციელებს, მეგობრებო, შემოგვიერთდით” – მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.

“ჩვენ გვაქვს უფლება გამოვხატოთ პროტესტი და თქვენ უნდა გვეხმარებოდეთ,”- მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძეს.

“ჩვენ შენობას პიკეტირება უნდა გავუკეთოთ და პოლიცია ამაში უნდა გვეხმარებოდეს”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა. აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად