“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე შსს-მ 3 აქტივისტი დააკავა

“მონებო”, “შეცვალე”, – ამ შეძახილებით იმართება “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია, რომელსაც ახალგაზრდული მოძრაობა “შეცვალე” მართავს. აქციაზე 3 აქტივისტი დააკავა შსს-მ.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსს ხვდებოდა, სწორედ ამ დროს იმართებოდა აქცია მმართველი პარტიის ოფისთან.

აქტივისტების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად