“ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

“ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ოფისიდან გვაწვდიან.

სავარაუდოდ, ბრიფინგის თემა ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე წუთისს წინ გაკეთებული განცხადებაა.

“ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში.

ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომდგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ.

ამიტომ, რა მიზეზიც არ უნდა აიყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა>შ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...