A1 ბანერი

“ქართული ოცნების” მძიმე დღე – პარტია ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა

რთული დღე ჰქონდა დღეს მმართველ პარტიას.

12:00 საათზე  პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ დატოვა.

ეკა ბესელია პარტიის დატოვების მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტი გახდა, რომელიც დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ოთარ ჩრდილელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ალექსანდრე ერქვანიამ, დავით ჭიჭინაძემ და ლევან კობერიძემ მოამზადეს, რომელსაც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

ასევე, სულ რამდენიმე წუთის წინ კი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.

აქ კი პარტიის დატოვების მიზეზი ნაცვლიშვილის წარმოდგენილი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში  „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ გულისხმობდა თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალ შემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...