„ქართული ოცნების“ დეპუტატს, გივი მიქანაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ამის შესახებ დეპუტატი გივი მიაქანაძე ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს:

“მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია. მალე დაგიბრუნდებით.
აქვე მინდა საზოგადოების თითოეულ წევრს მოგიწოდოთ, მკაცრად დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები, ყველგან ატაროთ პირბადე.
როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...