“ქართული ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანაშემწე გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, თამთა თოდაძე “ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

სავარაუდო ინციდენტი ისნის მაჟორიტარის კაბინეტში მოხდა. როგორც თანამშრომელი იხსენებს, სამუშაო საათებში ოფისში მისულმა ჯიშკარიანმა მას კოცნა დაუწყო და შემდეგ გაუპატიურებას შეეცადა.

“თავდაპირველად, ალბათ ალკოჰოლური თრობის ქვეშ გადაწყვიტა, რომ ჩემთან სექსუალური აქტი დაემყარებინა, ასე შეიძლება ითქვას. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და მერე უშუალოდ, მოწი ტუჩები და ფეხებსშუა შეგიცურებს ხელებს. მერე რომ ცდილობ, თავი დააღწიო. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რადგან ძალიან ძნელია, ასეთ დროს თავიდან დაუსხლტე. გვერდით მაგიდასთან ჩემი ტელეფონი დავინახე, ვიღებ ბატონო ილია და იცოდეთ ამას გავასაჯაროვებ მეთქი”,-იხსენებს ილია ჯიშკარიანის თანაშემწე მომხდარის დეტალებს.

მისი თქმით, სავარაუდო გაუპატიურების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დეპუტატი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აგრესიული გახდა. როგორც თანაშემწე იხსენებს, დეპუტატმა მას მობილური ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და დაამტვრია. აგრესიული ქმედებების შედეგად, ყოფილ თანაშემწეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც აღწერეს. როგორც ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იხსენებს, აგრესიის დროს დეპუტატმა კომპიუტერული ტექნიკაც დააზიანა. დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ასევე განმარტავს, რომ მომხდარის შემდეგ მას ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სამი 126-ე ძალადობის, 138 -ე სხვაგვარი სექსუალური ქმედება და 187 -ე ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მხარეები გამოკითხულები არიან და ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად