„ქართული ოცნებიდან“ თვითიზოლაციაში მხოლოდ მამუკა მდინარაძე იმყოფება

“ქართული ოცენბის” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამ დროსითვის “ქართული ოცნების” წევრებისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობიდან თვითიზოლაციაში მხოლოდ მამუკა მდინარაძე იმყოფება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ქართული ოცნების” ორ დეპუტატს ნინო წილოსანს და გენადი მარგველაშვილს კოვიდინფექცია დაუსდასტურდა და მხოლოდ მამუკა მდინარაძე იმყოფება თვითიზოლაციაში იქიდან გამომდინარე, რომ მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა წილოსანთან. სხვებს უშუალო კონტაქტები არ უფიქსირდებათ. რადგან მამუკა მდინარაძეს ჰქონდა აქტიური როლი და შეხება საარჩევნო შტაბთან, შტაბის სხვა წევრები თვითიზოლაციაში არ იმყოფებიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად