“ქართული ოცნება”: სამთავრობო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, “პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...