“ქართული ოცნება” საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს

"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს.

22 აპრილს პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებს წარუდგენს 11:00 საათზე კასპში მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 16:00 საათზე წყალტუბოში, 18:00 საათზე კი ზუგდიდში. 

23 აპრილს კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და ქალაქ ოზურგეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად