„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე აჭარაში ჯერ ვერ შეთანხმდა

უმაღლესის საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის შედეგი, რომელიც პარლამენტში კენჭისყრის შედეგად დადგა. მას შერეული სისტემა, აჭარის შემთხვევაში, ტრაგედიად არ მიაჩნია.

„რა და როგორ მოხდება, ამაზე წინასწარ საუბარს ვერ დავიწყებ, უბრალოდ, კონსულტაციებაი ამაზე, შესაძლოა განახლდეს“,-აცახადებს იალია ვერძაძე.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მისი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად პროპორციული სისტემისკენ იხრება.

„დღეს, ხვალ ან ზეგ, როცა გვექნება სესია, იმ ინიცირებას, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ-აჭარა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, მე კვლავ დავუჭერ მხარს. ისევ ვრჩები იმ არზზე, რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, უფრო სამართლიანი და სწორი გადანაწილება იქნება, პროპორციული სისტემა“,-მიიჩნევს დავით ბაციკაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად