ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს 2020 წლის 6 თვის შემოსავლებმა 5,929,492 ლარი შეადგინა

აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად, ყველაზე მეტი თანხა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ დახარჯა, მეორე ადგილზე კი “ლელო საქართველოა”.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს 2020 წლის 6 თვის შემოსავლებმა 5,929,492 ლარი შეადგინა. მას მოსდევს ლელო საქართველოსთვის – 1,494,915 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1,047,180 ლარი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 948,246 ლარი, ევროპული საქართველო – 749,255 ლარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სტატუსი, აგრეთვე საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ევროპის საბჭოს პროექტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლობით ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად