“ქართული ოცნება” – 52.26%, “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” -25.33% – Survation-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის 8 საათიან შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. 8 საათიან მონაცემებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია.

​Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 51,36 % ;

“ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 25,38 % ;

ბაქარაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო” – 4, 20 % ;

“გირჩი” – 3,65 % ;

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2, 94 % ; 

“ბლოკი გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 2,47 % ; 

“დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი” – 2,36 % ;

“შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია” – 1, 23 % ;

“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1, 11 %.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ეს იყო ბრიტანული კომპანიის Survation-ის ეგზიტპოლი საღამოს 8 საათის მონაცემით.

წინა ეგზიტპოლის შედეგი, სადაც 17:30 საათის მდგომარეობით იყო მონაცემები, ასეთი გახლდათ:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, 20:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია  Survation-მა ჩაატარა. ცდომილება 1.2%-ია.

აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს 17:30 საათის შედეგებს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში  შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.

Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 52.26%

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”” -25.33%

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %

“გირჩი” – 3.52 %

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%

საარჩევნო ბლოკი  “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -2.37%

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -2.29%

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.22%

“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1.02 %

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად