“ქართული ოცნება“ 14 დეკემბრის აქციაზე საჯარო მოხელების ძალდატანებით წაყვანის ფაქტს უარყოფს

ფოთში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე, მოქალაქეებმა მონაწილეობის მიღებზე, ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი და არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი.
შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაონის“ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ „ქართული ოცნების“ დირექტივით, საჯარო მოხელეები და სკოლების პედაგოგები, 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ექმუქრებიან
„პირველ რიგში მინდა განვმარტო , რომ ეს არ არის აქცია, არც კონტრაქცია და არც დემონსსტრაია. ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელსაც აორგანიზებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია და ის მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც დაიწყო 2 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით. ჩვენ ეს პრეროგატივა გვერგო ანბანური თანმიმდვრობის წესით საფრანგეთის შემდეგ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება არის სრულიად ნებაყოფლობითი.მასში ჩაერთვებიან, ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და საზოგადოებისხვა სხვა დაინტერესებული სეგმენტი. მითიუმეტეს შაბათ დღეს ტარდება, როდესაც ალბათ შეიძლება პედაგოგებსაც ჰქონდეთ თავისუფალი დრო და ასევე საჯარო მოხელეებსაც, ვინაიდან სამუშაო დღე ეს არ არის როგორც მოგეხსენებათ. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან მოხდება, ხოლო დანაჩენ ხარჯებს დაინტერესებული მოქალაქეები გაიღებენ“_ განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ კვინჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად