“ქართული მარშის” წარმომადგენლები კინო “ამირანში” შეჭრას ცდილობენ (ფოტო და ვიდეო)

ამ წუთებში დაიძაბა სიტუაცია კინოთეატრ “ამირანთან” სამართალდამცველები ცდილობენ, რომ არ დაუშვან კინოთეატრში “ქართული მარშის” მომხრეების შეჭრა.

“აბორტების, პორნოგრაფიის, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს,-ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა. მისი შეფასებით, ფილმი And then we danced ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას ანადგურებს.

შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ფილმი სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად