„ქართული მარშის“ აქცია: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს

თბილისი – რუსთავის გზაზე „ქართული მარშის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გზას არ გაუხსნიან, რომ თბილისში აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით,   „ნაციონალური მოძრაობა“არ აღიარებს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, ძალადობა საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს, მითუმეტეს, ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ძალადობა საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, ნამუსი ახადეს მოსახლეობას. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის” აქცია თბილისში, “თავისუფლების მოედანზე”  დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად