“ქართული მარში” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მარში“ უკვე პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა.

როგორც პარტიის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, „ქართული მარში“  2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

სანდრო ბრეგაძე განმარტავს, რომ „მარში“ პოლიტიკაში მოსვლა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება.

„ქართული მარში“ გახლდათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ანუ ე.წ. არასამთავრობო როგორც ეს პოპულარულ ენაზე ითარგმნება ხოლმე. რამ გადაგვაწყვეტინა და პირადად მე რამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში დაბრუნება? ბოლო წვეთი იმ მოთმინების ფიალაში, რომელიც მე ამევსო და რომელიც ჩემს თანამოაზრეებს აევსოთ, იყო დავით გარეჯის პრობლემა. როდესაც დავით გარეჯი მიატოვა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად ხელისუფლების უმოქმედეობით, უნიათობით, წაყრუებით დღეს დავით გარეჯი არის ოკუპირებული.
რამ გადამაწყვეტინა? დავინახე რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ აფხაზეთი ჩააბარა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალი რეგიონი და ამ ხელისულფების პირობებში დავით გარეჯი ბარდება. უცხო ქვეყნის იურისდიქციაში გადადის.
ამ ფონზე დავინახე მეორე რამ, ე.წ ოპოზიცია მოწადინებულია ხელისუფლების უნიათობა გაამართლოს და დავით გარეჯი დაიკარგოს” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა “რეაქციაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად