ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემია საბა ტარიელ ჭანტურიამ მიიღო

ლიტერატურული პრემია „საბას“ მე–14 დაჯილდოების ცერემონიას დავით მუხრანბატონის სასახლემ უმასპინძლა. „საბამ“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოავლინა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ტარიელ ჭანტურიას. 

"ასეთი პრემიების გადაცემის დროს ამბობენ ხოლმე – დაიმსახურა, არ დაიმსახურაო. მე მირჩევნია ჩემზე თქვან დაიმსახურაო", – განაცხადა ტარიელ ჭანტურიამ.

ტარიელ ჭანტურიას ჯილდო "თიბისი ჯგუფისა" და ლიტერატურული პრემია "საბას" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადასცა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ლიტერატურული პრემია "საბას" გულშემატკივრებს.

"მადლობა საბას გულშემატკივრებს, მწერლებს, ჟიურის, ვინც აკრიტიკებდა და გულშემატკივრობდა. ეს არის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, ეს ემსახურება ნიჭს, რასაც სქართყული რეალობა და მომავალი ჰქვია", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად