კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ "თბილისობის" დღესასწაულზე ანსამბლი "ქართული ხმები" დააჯილდოვა.
ანსამბლმა კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" მიიღო.
„ქართული ხმები“ ჯილდოს 4 გარდაცვლილ წევრსაც გაუნაწილებს", – განაცხადეს ანსამბლის წევრებმა.
როგორც მიხელის გიორგაძემ განაცხადა, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" ანსამბლ "ქართულ ხმებს" ქართული კულტურის, ქართული სიმღერის ერთგულებისა და პოპულარიზაციისთვის გადაეცა.