სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქვეყნის პრეზიდენტმა მუნ ცჟე ინმა ოლიმპიური თამაშები გახსნილად უკვე გამოაცხადა.
გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, მონაწილე 97 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენმა სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ჩაიარა და მაყურებელს და ოფიციალურ დელეგაციებს მიესალმა.
მათ შორის იყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციაც, რომლის მედროშეც ფიგურული მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი იყო.
ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
პიონჩანგი 2018 25 თებერვალს დასრულდება. ოლიმპიადაზე მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.