ქართულ ტრადიციულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 თებერვალის დადგენილება №119-ის მიხედვით “ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას” (ქართულ სუფრას) განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული საბუთის მიხედვით: “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურისთვის (ქართული სუფრისთვის) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” რომელსაც ხელს აწერს პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად