ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

NULL

2015 წელი ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე წელიწადი იყო. ბევრი, საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც გენერაციის ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში.

როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰიდროენერგეტიკის განვითარებაა, სწორედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები არის ჩატარებული და ბევრ პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა. ამ ეტაპზე 104  პროექტის  განხორციელება სხვადასხვა  ეტაპზეა. მათი  ჯამური  დადგმული სიმძლავრე  3,000  მგვტ-ს  აღწევს,  მოსალოდნელი  გამომუშავება  დაახლოებით  12  მილიარდ კვტ.სთ-ს  უდრის  და  პროექტების  სავარაუდო  ჯამური  საინვესტიციო  ღირებულება  4.1  მლრდ. აშშ  დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის  აგვისტოში  ხელი  მოეწერა  280  მგვტ.  დადგმული  სიმძლავრის  ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის  პროექტის  განხორციელების  ხელშეკრულებას. პროექტის, ელექტროენერგიის  წლიური  გამომუშავება  1.2  მილიარდი  კვტ.სთ.  იქნება, ხოლო მისი საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ. აშშ დოლარია. ნენსკრა საქართველოს ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება.

საპარტნიორო  ფონდმა  და  საქართველოს  ნავთობისა  და  გაზის  კორპორაციამ ერთობლივად, გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურის პროექტი განახორციელეს. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიურია. ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას და აღნიშნული თბოსადგური იქნება ენერგოსისტემის ყველაზე მდგრადი რეზერვი.

ქვეყნის გაზიფიცირება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2015 წელი ამ მიმართულებით გამორჩეული იყო. მთავრობის  გადაწყვეტილებით  14  მუნიციპალიტეტის  76  სოფლის  გაზიფიცირების მიზნით  ბიუჯეტიდან  გამოიყო  20  მლნ.ლარი. ასევე, დამტკიცდა  2015  წლის  გაზიფიცირების  გეგმა,  რის  შედეგადაც  კომპანია  „სოკარ  ჯორჯია  გაზი“  ენერგეტიკის სამინისტროსთან  შეთანხმებით  71  სოფლის  ბუნებრივი  გაზით  მომარაგების  უზრუნველსაყოფად  სამუშაოებს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველად საფუძველი ჩაეყარა ალტერნატიული ენერგიის ათვისების პროცესს. წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ხელი მოეწერა, „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის 25 მილიონი დოლარით დაფინანსებას. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 35 მილიონი აშშ. დოლარია, მისი დადგმული სიმძლავრე 20მგვტ. ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მილიონი კვტ.სთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად