ქართულ-ჩინური კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში 5 მილიარდ დოლარს ჩადებს

Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd- და power china-ს შორის პეკინში ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც Anaklia Industrial Eco Park and Port-ის მფლობელი თემურ ქარჩავა "აიპრესთან" აცხადებს მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას Power China დააფინანსებს.  პროექტის განხორციელებისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, პორტის სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში დაიწყება. როგორც ქარჩავა "აიპრესთან" აცხადებს, ჩინურ მხარეს უკვე ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც. მისივე თქმით, შეხვედრის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილია და დიდი ალბათობით ტენდერში სწორედ Power China გაიმარჯვებს. 

"ტენდერი ჯერჯერობით არ დასრულება თუმცა მზადყოფნა არის, პროცესები მიდის და ყველაფერი მომზადებულია, რომ Power China გაიმარჯვებს. კომპანიას შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკის მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთანაც. შეხვედრით მხარეები კმაყოფილები არიან. ხელშეკრულება გაფორმდა ქართულ კომპანიას Anaklia Eco Park and Port და China Powers შორის, პორტის დაფინანსებაზე და მშენებლობაზე, ინვესტიციის მოცულობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და სამუშაოები 6 თვეში დაიწყება", – თემურ ქარჩავა.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერის მეორე ეტაპი 16 აპრილს გაიმართება. ეკონომიკის მინისტრის მოადგინე, ქეთი ბოჭორიშვილი "აიპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, სატენდერო ხელშეკრულებით, 16 აპრილს ტენდერში მონაწილე შვიდმა კომპანიამ თავიანთი წინადადებები უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც გამარჯვებული შეირჩევა.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სატენდერო განაცხადი შვიდ კომპანიას აქვს წარდგენილი. ეს კომპანიებია:

1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);

2. MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM);

3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA);

4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);

5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN

POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK

ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);

6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES);

(CONSORTIUM);

7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA)

როგორც გუშინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამაზუსტებელ შეხვედრებს აწარმოებს. რაც შეეხება  Power China-სა და ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას, კვირიკაშვილის თქმით, მას ორ ჩინურ კონსორციუმთან ჰქონდა შეხვედრა.

"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორი ჩინური კომპანიის – Power China-სა და China Harbor-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან გვქონდა კონსტრუქციული საუბრები და მათ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...