ქარიშხალი დორიანი ბაჰამის ჩრდილოეთ ნაწილს მიუახლოვდა (ვიდეო)

ქარიშხალი დორიანი, რომელიც უმაღლეს მე-5 კატეგორიამდე გაძლიერდა, ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს მიუახლოვდა და მალე ის აშშ-ის ფლორიდის სანაპიროს მიაღწევს.

ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს დორიანი ძლიერი, მე-5 კატეგორიის შტორმის სახით, ქარის სიჩქარით 285 კმ/სთ, დაატყდა თავს.

გრანდ-ბაჰამის მცხოვრებლები მისი გავრცელების საპროგნოზო მარშრუტიდან ევაკუირდებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებენ ხალხ, რომ სანაპიროსთან ახლოს ოკეანეში წყლის დონის შტორმულმა აწევამ შესაძლოა 7 მეტრს მიაღწიოს.

ხელისუფლებამ აეროპრტების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ჯერ მხოლდ მთავარი, საერთაშორისიო აეროპორტი აგრძელებს მუშაობს.

ბაჰამის კუნძულების შემდეგ დორიანის ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორშაბათიდან სამშაბათამდე ადგილობრივი დროით ელოდებიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც დორიანის გამო პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიებაზე თავის ვიზიტი გააუქმა, აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებს დორიანს. მან ტვიტერით გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დორიანმა იმაზე მძლავრად შეიძლება “დაარტყას”, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მოუწოდა მათ სიფრთხილისაკენ.

ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება დიდი ბაჰამის და აბაკოს კუნძულების ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ. ტურისტებს თხოვეს დატოვონ კუნძულები.

პრეს-კონფერენციაზე ბაჰამის პრემიერ-მინისტრმა მცხოვრებლებს “საშიში, დამანგრეველი შტორმისგან” თავის დაღწევის მიზნით მთავარ კუნძულზე გამგზავრება სთხოვა

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 73 000 ადამიანი და 21000 სახლი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა. მინდა გახსოვდეთ, რომ სახლები და ნაგებობები შეიძლება შევცვალოთ. სოცოცხლის შეცვლაა შეუძლებელი, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად