ქარიშხალი “დორიანი” აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდა

ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ის, კერძოდ ჩრდილოეთ კაროლინას მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „დორიანის“ საშიშროების დონე პირველ კატეგორიამდე ჩამოვიდა, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. გარდა ქარისა, საშიშროებას წარმოადგენს ნალექი, რომელიც ქარიშხალს მოყვება და რომელმაც შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს.

აგვისტოს მიწურულს, ბაჰამის კუნძულებზე, მოახლოებული ქარიშხლის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. სექტემბრის დასაწყისში კი, ქარიშხალი თავს დაატყდა ელბოუ-კეის კუნძულსა და არქიპელაგ აბაკოს. ამჟამად არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქარიშხალს 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. „დორიანის“ შედეგად სერიოზულად დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა 13 ათასი სახლი, ათასობით ადამიანს კი არ აქვს სასმელი წყალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...