ქარის პირველი ელექტროსადგური უკვე დამონტაჟდა

ქარის პირველი ელექტროსადგური უკვე დამონტაჟდა, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენი "პირველი მერცხალი", – ქარი ჩვენი საქართველოს სამსახურში", – წერს კალაძე Facebook-ში. 

ქარის ელექტროსადგური გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. 

ცნობისთვის, ქარის ელექტროსადგურის ასამუშავებლად ქარის სიჩქარე მინუმუმ 3 მ/წმ უნდა იყოს, გორში კი საშუალო სიჩქარე 8.5 მ/წმ-ია.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროსადგური ძირითადად EBRD-ის სესხით შენდება, რომელიც 24 მილიონ დოლარს შეადგენს. დამატებით 6 მილიონი კი ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებია. პროექტს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ახორციელებს, სამშნებებლო სამუშაოებს კი – China Nuclear Industry. ენერგეტიკის სამინისტოში ვარაუდობენ, რომ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს ელექტროსადგური ექსპლოატაციაში შესვლიდან 7 წლის ვადაში ამოიღებს.

რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ქარის ენერგიის ათვისების პოტენციალს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს, ამ მხრივ საინტერესოა ქუთაისი, ფოთი, სურამის უღელტეხილი და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად