ქარელში, სოფელ ბრეთში მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ბრეთში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონისა და სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. მინისტადიონის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,ლ.ე“. პროექტი დაფინანსდა 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოებიც. ამ ეტაპზე ხდება ნიადაგის მოსწორება-მოშანდაკება და ზედმეტი გრუნტის გატანა. სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,ახალი სამშენებლო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად