ქარელში, ფცა-ღოღეთის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფლების ფცისა და ღოღეთის დამაკავშირებელი 5 კმ-ანი გზის ასფალტირების სამუშაოები.

აღნიშნული პროცესი დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა. პროექტი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და წყალარინების მოწყობას.

შესაბამისად მიმდინარეობს გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობა.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ქროსფოინტი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად