ქარელის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ქარელობა“ აღინიშნა – ფოტორეპორტაჟი

ქარელის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ტრადიციად დამკვიდრდა შემოდგომის სახალხო ზეიმი „ქარელობა“. 29 სექტემბერს ქარელის მუნიციპელიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები. მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდა შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე.

ღონისძიებები გათვლილი იყო ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე.ღონისძიებაში მონაწილე საგანმანათლებლო, სახელოვნებო და კულტურის დაწესებულებებს ჰქონდა სპეციალურად მოწყობილი კუთხე,სადაც საკუთარ შემოქმედებასა და მიღწევებს აცნობდნენ მთავრობის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მხიარულ სტარტებში. მოსწავლეებმა მოხატეს საგზაო გადასასვლელები, კედელი და ნარჩენების ურნები.

პატარებისათვის დამონტაჟდა უფასო ატრაქციონები, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. . მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მიერ წარმოდგენილ კონცერტში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა მსახიობი და მომღერალი ლადო ჯანელიძე და ჯგუფი “რეზო და ბავშვები”. წარმოდგენები დასრულდა ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფეიერვერკით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად