ქარელის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი მოკლეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც გაირკვევა დეტალები. დამნაშავე დანაშაულს აღიარებს, თუმცა ყველა დეტალის გადამოწმება მოხდება. 

გარდაცვლილი ჯარისკაციც და სავარაუდო დამნაშავეც თანასოფლელები არიან, ქარელის მუნიცპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთიდან არიან. შემთხვევა ქარელი-კასპი-გორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თუმცა, ეს არ არის ცენტრალური მაგისტრალი, მეორეხარისხოვანი გზაა. ამ ადგილას ტყის მასივია და დასახლებული პუნქტი არ არის, რომელთანაც გადის გზა და შემთხვევა ამ ადგილას მოხდა", – განუცხადეს "აიპრესს" შსს-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად