ქარელის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“დღეს, 20 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელ გიორგი კობახიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დირექტორებისგან მოისმინეს ინფორმაცია სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. გამოიკვეთა საჭირო პრიორიტეტები, რის განხორციელებაშიც მუნიციპალიტეტისაგან გაეწევათ სათანადო დახმარება ქარელის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად