ქარდავა 20 ივნისის მოვლენებზე: კანონს ყოველ წამს მხოლოდ ივანიშვილი და გახარია არღვევდა

“კანონი იმ დღეს მომიტინგეების მხრიდან არ დარღვეულა.”,-ამის შესახებ, ბაჩუკი ქარდავამ “კურერთან” 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“გახარიამ, რომელმაც იძალადა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, უნდა გამოიძიოს საქმე 20 ივნისის ძალადობის? ცინიზმია ეს და მეტი არაფერი. არასდროს არ გამოიძიებს. აქ გამოსაძიებელი არის სწორედ გახარიას ქმედება და არა იმ ახალგაზრდების, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, თუნდაც მწვავეს.

კანონი იმ დღეს მომიტინგეების მხრიდან არ დარღვეულა. კანონს ყოველ წუთს და ყოველ წამს არღვევდა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და გახარია თავისი იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც და არ ვარ დარწმუნებული, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ,“- ბაჩუკი ქარდავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად