ქანთარია: სიტყვა “ლიბერალურს” ქართულად დავწერთ, ყოველგვარი ლათინური ტერმინის გარეშე

დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიცირებულ კანონპროეტზე იმსჯელეს. კერძოდ კი, პროექტის მიხედვით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალური“ უნდა ამოიღონ. ინიცირებულ კანონპროექტს კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

“საკითხში ცოტა სიცხადე რომ შევიტანოთ, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რატომ წერია ეს სიტყვა კანონში. კანონის თანახმად, ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, მოსწავლისთვის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორად ამ მიზნიდან ხდება სიტყვის “ლიბერალურის” ამოღება.

„სხვა მოედანზე გადადიან აბსოლუტურად, მართლაც სიბეცეა ტერმინებზე ჩამოკიდება. იგივე ლიბერალიზმი რასაც გულისხმობს თავის საუკეთესო გაგებით თავისუფალ აზროვნებას ეს ქართულად გარკვევით  გვიწერია. ეს შინაარსი არის ამაში ჩადებული. ბავშვთა კონვენციიდან მთლიანად ამოღებული გვაქვს მუხლი. ასევე „ბავშთა კოდექსიდან“ და მთლიანად არის ყველაფერი ჩაშლილი და ტევადი. ამ ტერმინის რატომ ეკიდებიან ასე საოცრად არ მესმის. როდესაც ლიბერალიზმში თუ გულისხმობენ თავისუფლებას, თავისუფლება იქ ნამდვილად არის სიტყვიერად, უფრო გასაგები რომ იყოს. დანარჩენი ეს არის პოლიტიკური მიმართულება  ლიბერალიზმი  და ამაზე ათასგვარი ვერსიები და ინტერპრეტაციაა და შეაძლებელია ათასგავარდ წაიკითხო.  რაც დრო გადის უფრო ემატება და მთარგმნელები და ავტორები, ზოგისთვის სალანძღავი სიტყვაა, ზოგისთვის რა არის, ზოგი ამოფარებულია ამას.  ამიტომ თქვით, რომ ის  საუკეთესო რაც არის ქართულად დავწეროთ ყოველგვარი ლათინური ტერმინების გარეშე. ეს არის ჩადებული  უნდა წაიწეროს თავისუფალი აზროვნება, თავისუფლების პატივისცემა სახელმწიფოს მიმართ,  ქვეყნის მიმართ, ოჯახის მიმართ, რაც წერია ბავშვთა კონვენციაში ყველაფერი გადმოტანილი გვაქვს, ჩვენ არავითარი ფრაზა არ დაგვიმატებია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად