ქანთარია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ საკუთარ კოლეგებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა და ახლა ამის შესახებ კითხვების დასმამ, შეიძლება ხელისუფლების „ამ გაბედულ ნაბიჯს“ ფასი დაუკარგოს.

„ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ შევდივართ იმ მინდორზე, სადაც ქვეყანას გამოცდილება არ აქვს და ჩანს, რომ რასაც დავთესავთ არ ვიცით რა ნაყოფი გამოვა. ეს ყველა მოქალაქეზე, პარტიაზე იქნება დამოკიდებული და პროპორციული სისტემა მაღალ შეგნებას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია მოსახლეობას მივეცით ამის პირობა, პარტიის თავმჯდომარემ მისცა ამის პირობა და ჩვენ ყველანი დავეთანხმეთ მას. მესმის, რომ ახლა არის კითხვები, ალბათ, იმიტომ რომ უფრო განიმარტოს სიტუაცია, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ შემდეგ ფასი ამ ძალიან გაბედულ ნაბიჯს, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში ვერ გაბედა, ახლა დაეკარგოს და აზრიც დაკარგოს მერე იმ უპირატესობამ, რითაც დღევანდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს გაბედულება გამოიჩინა. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც აქედან გამომდინარე დავსვათ კითხვები“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად