ქანთარია: პოლიტიკური ეპიდემია პიკში წავა, არჩევნების შემდეგ კი ამ ვირუსისგან ყველაფერი გაიწმინდება

“ალბათ ნახეთ იზორიას დედის სულის შემძვრელი წერილი. მათ ეს იცოდნენ და შენ როდესაც ამას გამოიყენებ ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ხარ და ზნეობას საერთოდ არ გაუვლია შენთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ლევან იზორიას ძმის ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს ჩაგივარდა ხელში და აუ ახლა ამას გამოიყენებ. ხვალ ალბათ კიდევ რაღაც ექნებათ. საზოგადოება უნდა გავაფრთხილო, უხვად ტყუილები და აბსოლუტურად დაცლილს ყოველგვარი მორალისგან მე პირადად ველოდები და აუცილებლად იქნება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები და ეს პოლიტიკური ეპიდემია წავა პიკში, მაგრამ აუცილებლად გაიწმინდება ეს ყველაფერი ნოემბერში და დაიცლება ამ ვირუსისგან”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო მისი დევნა დაიწყო. აღნიშნული ვიდეომასალა გუშინ “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

მოგვიანებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ლევან იზორიას დედამ, გულიკო კვირკველიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ყველამ კარგად იცის, ჩემი მეორე შვილი დღემდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად