ქანთარია ოპოზიციაზე: მათი მოთხოვნა იყო, რომ “ჩვენც მოგვაკიდებინეთ ხელი”

“რახან ხელისუფლებამ აქამდე მოიტანა ეს საქმე, რომ ჩვენ გაცილებით უკეთესად ვიმყოფებით ღვთის წყალობითაც და ასევე სწრაფი რეგულაციების წყალობით, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა იყოს შენარჩუნებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ტვ პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” განაცხადა. 

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ კობახიძემ ისაუბრა ვადებზე და როგორც ჩანს ოპოზიციის პრეტენზიები პროდუქტიული აღმოჩნდა, ქანთარია ამბობს:

“მე ვფიქრობ, რომ ამ ყიჟინის მეტ-ნაკლებად ჩასაცხრობად იყო. იმიტომ, რომ იქ იყო ჩამკეტი, რომ პანდემიის დროს ხდება ეს ყველაფერი.

მე მესმის ოპოზიციის, იმ ხალხის, რომლებიც პარლამენტშია და პოლიტიკოსობას აპირებს მომავალში. უცბად ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ეს მოხდა თავისთავად, “ჩვენც მოგვაკიდებინეთ ხელი”, იყო ხოლმე ასეთი, მაგრამ არ არის ამის დრო ახლა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსნებთ, პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს გარკვეული შეზღუდვები დააწესოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პარლამენტის ნებართვის გარეშე, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად