ქანთარია მოზარდის დაკავებაზე: ტანკით ვერ შევალთ, ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს

ასე გამოეხმაურა, “ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია დღეს დილით, რუსი ოკუპანტების მიერ მოზარდის გატაცების შემთხვევას ჟურნალისტებთან .

“კიდევ შეიძლება, ჩვენ არა გვაქვს, ტანკით ვერ შევალთ ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ. მაქსიმალურად, რაც შეიძლება ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება.”-ამბობს ქანთარია.

ცნობისთვის, სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. როგორც ის “აიპრესთან” აცხადებს,მოზარდი შეშის მოსატანად იყო წასული რა დროსაც დააკავეს:

“შეშის მოპოვების მიზნით იყო წასული. მამას ვესაუბრე და მის ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბენბით რომ წასული იყო შეშის მოსატანად და დააკავეს“-აცხადებს გამგებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად