ქანთარია: მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს

ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ბიძინა ივანიშილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში განხორციელებულ 100-მილიონიან შემოწირულობასთან დაკავშირებით განაცხადა

” როგორც ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას, ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ის ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება”-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ:  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა StopCoV-ის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. მან სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად