ქანთარია: არც მიხეილ ჩხენკელს დაუშავებია არაფერი და არც მიხეილ ბატიაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას დადებითად აფასებს.

„მე მგონი, არც მიხეილ ჩხენკელს დაუშავებია არაფერი და არც მიხეილ ბატიაშვილს. პირიქით, ორივე მონდომებით ცდილობდა. ახლა ისევ ნაცნობი კადრი დაბრუნდა. ეს პრემიერის გადასაწყვეტი იყო და ასე გადაწყვიტა. რაც შეეხება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ძალიან მოკლე ვადით იყო, მაგრამ გეგმები საინტერესო ჰქონდა“- წერს ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად