ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“ მრგვალ მაგიდას თემაზე:„ძალადობას არა აქვს გამართლება!“ გამართავს.შეხვედრა ხორციელდება ორგანიზაციის "ევრაზიის ქალთა ქსელი შიდსის საკითხებზე" რეგიონალური კამპანიის „ძალადობას არა აქვს გამართლება!“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების და ტოლერანტობის გაზრდას აივ დადებითი ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნება აივ-ინფიცირებულ და ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემები, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავად მოყვებიან რეალურ ისტორიებს. შეხვედრის ბოლოს აღნიშნულ საკითხებზე მოეწყობა დისკუსია.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ქალების მთლიანი პოპულაციის თითქმის მესამედი არის ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ქალთა მკვლელობების 40%ჩადენილია მათი პარტნიორების მიერ. საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია. დღესაც აივ დადებითი ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ისინი მუდმივად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას.

გამოკითხვის შედეგად, მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის. ამის მიზეზად ასახელებენ გამჟღავნების შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს. საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალები იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან, მათთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა, ხოლო დესოციალიზაცია, და სტიგმატიზირება რიყავს მათ, როგორც საზოგადოების წევრებს და არ აძლევს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას",-აღნიშნულია "აკესოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ორგანიზაცია"აკესოში" კამპანიის ფარგლებში მოეწყობა ტიხრული მინანქრის ხელნაკეთობების გამოფენა და ფოტო გამოფენა"თავისუფალი სივრცე". მრგვალი მაგიდა გაიმართება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ და ფონდ,,ღია საზოგადოება- საქართველოს“ მხარდაჭერით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად