ქალს, რომელიც ნეიმარს სექსუალურ ძალადობაზე უჩიოდა, პოლიცია თაღლითობაში ადანაშაულებს

ნაჯილა ტრინდადეს და მის ყოფილ ქმარს ესტივენს ალვესს პოლიციის შეცდომაში შეყვანის და ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის შანტაჟის მცდელობაში ედება ბრალი.

ტრინდადეს ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტისთვის ბრალის წაყენება მოულოდნელი აღმოჩნდა. ის უარყოფს პოლიციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ ნაჯილას არასდროს შეუკრავს პირი ყოფილ ქმართან ბრაზილიელი საფეხბურთო ვარსკვლავისგან ფულის გამოძალვის მიზნით.

ნეიმარი თავიდანვე უარყოფდა ნაჯილაზე ძალადობას და ამბობდა, რომ ინტერნეტის საშუალებით გაცნობილ ნაჯილასთან მას სექსი მართლაც ჰქონდა, მაგრამ ამაზე ის თანახმა იყო.

თავის მხრივ, ნაჟილა ტრინდადე არ უარყოფდა, რომ მისი პარიზში ჩაფრენის და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები ნეიმარს ჰქონდა გაღებული. “მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მოდელი და სტუდენტი ინტერიერის დიზაინის განხრით” და “ახალგაზრდა ქალი და დედა”. ის ამბობდა, რომ თავიდანვე მზად იყო სექსისთვის, მაგრამ, როდესაც კოცნის და ალერსის შემდეგ ნეიმარმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა პრეზერვატივი, მან მისი შეჩერება სცადა და ვერ შეძლო.

“ის აგრესიული იყო, სრულიად განსხვავდებოდა იმ ბიჭისგან, რომელსაც მე მიმოწერით ვიცნობდი”, – ამბობს ნაჯილა და ამატებს, რომ მოხდა მასზე აგრესია, მისი გაუპატიურება და მას სამართლიანობისთვის სურს ნეიმარის დასჯა და არ ამოძრავებს ფინანსური კომპენსაციის მიღების სურვილი.

ნეიმარის წინააღმდეგ ივნისში აღძრული საქმე ივლისის ბოლოს გამოაცხადა პროკურატურამ დახურულად მტკიცებულობების არქონის გამო. მოგვიანებით პოლიციამ ნაჯილა ტრინდადეს ქმედებაში დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა და ამჟამად თაღლითობაში, ცილისწამებაში და გამოძალვაში ნაჯილა ტრინდადეს ედება ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...