ქალმა, ქმართან ერთად, აგარაკზე, მეზობელს სკანდალი მოუწყო და ბოლოს მისი ტუალეტის ორმოში ჩავარდა (ვიდეო)

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ქალმა, ქმართან ერთად, აგარაკის მეზობელს სკანდალი მოუწყო და ბოლოს მისი ტუალეტის ორმოში ჩავარდა

მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ აგარაკზე ქალი მეზობლის მიერ საერთო ღობესთან ახლოს, მისი აზრით, დადგმულმა ტუალეტმა გააღიზიანა და მას სკანდალი მოუწყო.
 
ქმართან ერთად მეზობლის ეზოში შესულმა ქალმა მოლაპარაკებას ჩხუბი ამჯობინა და მეზობელზე გაიწია. მას შემდეგ, რაც მეზობელმა თავი დაიცვა, სამეში ქალის მეუღლე ჩაერია, მანაც სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მეზობელს და ამავე დროს, მისი ნივთების მტვრევა დაიწყო.
 
ერთ მომენტში ქალმა ტუალეტის კაბინის წაქცევა დაპირა, მაგრამ დამოუკიდებლად ეს ვერ შეძლო, ხოლო მაშინ როდესაც ქმარი მიეხმარა და კაბინა წააქცია, ქალი ტუალეტის ორმოში ჩავარდა.
 
მეზობელმა პოლიციაში შეტანა საჩივარი. ის სახლის და მანქანის მინების ჩამსხვრევის, საცურაო აუზის და სათბურის დაზიანების და საბავშო ველოსიპედების დამტვრევის გამო მეზობლების პასუხისგებაში მიცემას და მათგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად