ამის შესახებ ინფორმაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებენ.

ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც ქალი ძაღლთან ერთად სეირნობდა.  

თვითმხილველების თქმით, სამმეტრიანი ალიგატორი მოულოდნელად ამოვარდა წყლიდან და ძაღლს თავს დაესხა. მის მისაშველებლად მისული ქალი ალიგატორმა წააქცია, შემდეგ კი ფეხით წყალში ჩაათრია. 

ალიგატორი დაქირავებული ალიგატორებზე მონადირის დახმარებით დაიჭირეს. ფლორიდის თევზის და ველური ბუნების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ალიგატორი დააძინეს.

პრესის ინფორმაციით, 85 წლის გლორია სერჟის ცხედარი წყლიდან ამოასვენეს, ძაღლი - გადარჩა.