ქალის ფიზიოლოგიის, ანატომიის და ფსიქოლოგიის უბადლო მცონე, ქვედა საცვლების “მეფე” გარდაიცვალა

კვირას, ბარსელონაში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს მოდის და დიზაინის სამყაროს ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, რომელმაც ქალის ტრადიციული ქვედა საცვლები კომფორტული, ლამაზი და სექსუალურით შეცვალა.

ანდრეს სარდა, რომლის წინაპრების რამდენიმე თაობაც კატალონიის საფეიქრო მრეწველობის დარგში იყო დასაქმებული, ქალის ფიზიოლოგიის და ანატომიის შესწავლამ გაიტაცა და მალე მიხვდა, რომ ქალის ქვედა საცვალი არა მხოლოდ მოხერხებული, არამედ მიმზიდველი უნდა ყოფილიყო. მან დამკვიდრებული სტერეოტიპების რევულუციურად შეცვლა გადაწყიტა და ბაზარს სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული, და ამავე დროს, კომფორტული ქვედა საცვალი შესთავაზა.

განათლებით ინჟინერ-ფეიქარი ანდრეს სარდა თავისი კომპანიის დაარსების პირველი წლებიდანვე ცხადად ხედავდა, რომ კომპანიის წარმატებას მნივნელოვან წილად განაპირობებდა ქვედა საცვლის არა სუფთა ფუნქციონალურ, არამედ დიზაინის ნიმუშად აღქმა.

დიზაინერი “უფრო რბილ ქსოვილებს, უფრო მსუბუქ ფორმებს და უფრო მიმზიდველ ფერებს” ეძებდა თავისი პროდუქციის შექმნის დროს. ის იყო პიონერი ქვედა საცვლებში ლიკრის ძაფის გამოყენების საქმეში.

ანდრეს სარდა მოდის და დიზაინის სამყაროს მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი ჯილდოს მფლობელია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად