ქალი, რომელსაც პარიზელმა მძღოლმა ავტობუსის კარი მოკლე კაბის გამო არ გაუღო, ჩივილს არ აპირებს

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მძღოლმა ავტობუსის იმის გამო არ გაუღო, რომ მას, მძღოლის აზრით, მეტად მოკლე ქვედატანი ეცვა, პოლიციაში ჩივილს არ აპირებს.

ინციდენტის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მამის, საფრანგეთში მცხოვრები ალჟირელი მწერლის, კამელ ბენჩეიხის მიერ ფეისბუქში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.

კამელი წერდა, რომ მისი ქალიშვილი ელიზი, მეგობარ ახალგაზრდა ქალთან ერთად, დაახლოებით 23:00 საათზე, გაჩერებაზე ერთ-ერთ ბოლო ავტობუსს ელოდებოდა. მათ მე-19 ოლქის რატუშამდე მისვლა სურდათ. ავტობუსი გაჩერებაზე შეჩერდა, სარკიდან შეხედა ქალებს, კარი არ გახსნა, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ შუქნიშანთან შეჩერდა.

“ჩემმა ქალიშვილმა მიირბინა ავტობუსთან და მძღოლის მხარეს მოექცა, რათა დალაპარაკებოდა მას.” კითხვაზე, რატომ არ გახსნა კარი, მან გამოცრა: “ჩაიცვი”.

მძღოლის ქცევა საყოველთაო განსჯის საგნად იქცა. ტრანსპორტის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარლენ სკიაპამ ერთთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში მკაცრი სამაგალითო სანქციების გატარებას მოითხოვენ, ხოლო პარიზის ტრანსპორტის ავტონომიურმა სამმართველომ (RATP) ფაქტის გარშემო შიდა მოკვლევის დაწყების შესახებ განაცხადა.

მძღოლი აღიარებს, რომ 29 წლის ელიზას და მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალის არ გაუღო კარი, თუმცა უარყოს, რომ მან ელიზას “უკეთ ჩაცმა” ურჩია.

გუშინ საღამოს ელიზა RATP-ს ხელმძღანელობას შეხვდა და, როგორც მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთა საუბრისას განაცხადა, გადაწყვიტა თავი შეიკავოს სჩივრის შეტანისგან.

“ჩემი კლიენტი არაა მზად რაიმე მოქმედებისთვის ნაბიჯის გადასადგმელად. მას სურს დირექტორთა საბჭომ ბოდიში მოუხადოს და მიიღოს ზომები, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს” – ამბობს ამბობს ადვოკატი რიჩარდ მალკა.

ამჟამად RATPახალგაზრდა ქალებისგან 30 აპრილს საღამოს მოხდარი ინციდენტის შესახებ მოხდარის შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაციას წარდგენას ელოდება.

ელიზას ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტი “არ არის აქტივისტი”. მისი თქმით, “მას სურს, რომ რესპუბლიკურ პრინციპებს სცემდნენ პატივს”.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად