ქალი, რომელსაც ბოლნისელთან შეხება ჰქონდა, ფოთის ჰოსპიტალში პნევმონიით მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში, დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. რიგორც მან ექიმებს მოუყვა, რამდენიმე დღის წინ მჭიდრო შეხება ჰქონდა ბოლნისელთან. ექიმების განცხადებით, პაციენტს რენტგენოლოგიურად პნევმინია დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ხვალ საღამოს ელოდებიან.

“დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 რიცხვში შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი”_განაცხადა თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად